Saturday, June 3, 2017

სახალისო მათემატიკა


მათემატიკის გეგმები კლასების მიხედვით


კლასი    -   მე-5 მოსწავლეთა რაოდენობა - 18   სსსმ მოსწავლე - 0;
გაკვეთილის თემა :წრე და წრეწირი
სტანდარტი        მათ.V.7.   მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა, აღწერა და გამოსახვა
.მათ. V.8. მოსწავლეს შეუძლია ფიგურებს შორის და ფიგურის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
უთითებს წრის/წრეწირის ელემენტებს; კორექტულად იყენებს წრეწირთან/წრესთან დაკავშირებულ ტერმინებს (ცენტრი, დიამეტრი, რადიუსი, ქორდა); შეუძლია მათი გამოსახვა;შეუძლია ფარგლის გამოყენებით წრეწირის აგება,წრისა და წრეწირის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა
გაკვეთილის მიზანი-  მოსწავლემ შეძლოს
·         წრეწირისა და წრის ამოცნობა
·         წრეწირისა და წრის ელემენტების აღწერა, გამოსახვა
·         სხვადასხვა რადიუსიანი წრეწირების აგება
·         ნახაზის აგებისას ფარგლის გამოყენება
·         წრისა და წრეწირის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა.
             
შეფასება - განმსაზღვრელი (იხ. დანართი 1. შეფასების სქემა)
წინარე ცოდნა - მოსწავლეებმა იციან გეომეტრიული ფიგურები; წერტილი,წრე, მონაკვეთი, სიბრტყე, შეუძლიათ მათი გამოსახვა-აგება,მონაკვეთის სიგრძის გაზომვა
რესურსები - პროექტორი, კომპიუტერი, მასწავლებლის მიერ მომზადებული ინტერაქტიული პრეზენტაცია, სამუშაო ფურცლები სქემებით, საწერი კალამი,ფლომასტერები.
 გაკვეთილის მსვლელობა:


#
აქტივობის აღწერა
მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
თითოეული აქტივობის ბოლო მისაღწევი შედეგი

აქტივობა # 1 გაკვეთილის მიზნის და შეფასების რუბრიკის გაცნობა პრროცედურა:
  საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ, მოსწავლეებს აცნობ გაკვეთილის მიზანს და შეფასების კრიტერიუმებს.


საერთო საკლასო მუშაობა

შეფასების რუბრიკა
3  წთ
მოსწავლეებს ეცოდინებათ გაკვეთილის ბოლოს რა უნდა იცოდნენ და რაში ,როგორ შეფასდებიან

აქტივობა #2
პროცედურა: ვარაუდების გამოთქმა სურათებთან დაკავშირებით.
 წინარე ცოდნის გააქტიურების და პროვოცირების მიზნით მასწავლებელს სლაიდებზე გამოაქვს სხვადასხვა საგნის სურათები რომლებსაც ქვს წრეწირის და წრის ფორმები.
ეკითხება:რა განსხვავებას და რა მსგავსებას ხედავთ;
კიდევ რომელი გეომეტრიული ფიგურები იცით?
რა განსხვავებაა ბრტელ და სივრცულ ფიგურებს შორის?
როგორ ზომავენ მონაკვეთის სიგრძეს ?
რას ეწოდება მონაკვეთი

პროვოცირება
საერთო საკლასო
სლაიდი:,,წრე და წრეწირის ფორმის საგნები ჩვენს გარშემო’’
5-წთ
ახალი თემისათვის კონტექსტის შექმნა


აქტივობა#3  მოსწავლეებისათვის ინფორმაციის  მიწოდება სლაიდების დახმარებით,
 პროცედურა:ინტერაქტიული პრეზენტაციის საშუალებით მოსწავლეებს აწვდი ახალ მასალას წრისა და წრეწირის შესახებ; სლაიდების დახმარებით ასევე განიხილავ წრისა და წრეწირის მახასიათებელ სიდიდეებს (რადიუსი,დიამეტრი,
ქორდა ) ინტერაქტიული პრეზენტაციის დროს მოსწავლეები აკეთებენ სურათების ინტერპრეტაციას მასწავლებლის კითხვების მიხედვით: რა ფერისაა რადიუსი?რაფერისაა დიამეტრი? ქორდა? რა ფერის წერტილები ეკუთვნის წრეს?,წრეწირს?

დედუქციური
(ზოგადიდან კონლრეტულისკენ)
საერთო საკლასო
ინტერაქტიული პრეზენტაცია
10-წთ
ახალი მასალის მიწოდება ვიზუალური და ვერბალური სახით

აქტივობა #4 
პროცედურა:ფარგლის გამოყენებით სხვადასხვა რადიუსიანი წრეწირისა და წრეების  ნახაზების შესრულება
დაფაზე ფარგლის გამოყენებით მასწავლებელი ხაზავს სხვადასხვა რადიუსიან წრეს და წრეწირს სთხოვს დააკვირდნენ როგორ ხდება ფარგლის და სახაზავის გამოყენება და შემდეგ თითოეული რვეულში აკეთებს წრისა და წრეწირის ნახაზებს ფარგლის  და სახაზავის გამოყენებით

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება
საერთო საკლასო;
ფარგალი სახაზავი
5 წთ
ფარგლის გამოყენება

აქტივობა # 4
პროცედურა:
 მოწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრების შემოწმების მიზნით  მოსწავლეებს ურიგებათ სამუშაო ფურცლები დავალებებით, ფლომასტერები . ასევე აძლევ ინსტრუქტაჟს:  ჯგუფში შეასრულონ  მოცემულ  დავალებები ,ეძლევათ 5 წუთი შესასრულებლად, 3-3 წუთი დავალების გამოსაქვეყნებლად(დავალების გამოქვეყნება შეუძლია იმ მოსწავლეს რომელმაც მეტი წვლილი შეიტანა მის შესრულებაში;ჯგუფი თავად ირჩევს ამ კრიტერიუმით მოსწავლეს)
პირველი ჯგუფი :შეასრულონ დავალება შემდეგი თანმიმდევრობით:  გაავლონ წრეწირი, წრეწირზე ქორდა- ყვითელი , რადიუსი-წითელი,დიამეტრი-ლურჯი,გაზომონ რადიუსის სიგრძე;
მეორე ჯგუფი: აღნიშნონ რომელია წრე და რომელი წრეწირი, წრეწირზე მონიშნონ 2 წითელი და 3-შავი წერტილი, წრეზე მონიშნონ  2ლურჯი და 3-მწვანე წერტილი;გაავლონ რადიუსი-წითელი, ქორდა  მწვანე,დიამეტრი ლურჯი.
   მესამე ჯგუფი: დახაზულ წრეწირში  მიუთითონ ცენტრი, შეაერთონ ის მონაკვეთით წრეწირის ნებისმიერ წერტილთან. რა მიიღეს დააწერონ,გაზომონ. წრეწირზე მონიშნონ ნებისმიერი ორი წერტილი და შეაერთონ რა მიიღეს დაწერონ, და გაზომონ.
 მეოთხე ჯგუფი:მოსწავლეებმა დახაზონ ერთი წრე-რადიუსი-3 სმ და ერთი წრეწირი რადუსი-5 სმ ყველა ელემენტების მითითებით და მიუთითონ გაზომვის გარეშე რისი ტოლია დიამეტრი.
                                                              

ევრისტიკული
სამუშაო ფურცლები,ფლომასტერები, ფარგალი
ჯგუფური
17 წთ
მოწოდებული ინფორმაციის გაგება-გააზრება




































აქტივობა # 6  შეფასება

შეფასების სქემა
ინდივიდუალური
3-წთ
მოსწავლეების განმსაზღვრელი შეფასება     სქემის მიხედვით. მოსწავლეებს ეცოდინებათ რა იციან კარგად  და რაზე მოუწევთ მეტი ივარჯიშონ, რას მიაქციონ მეტი ყურადღება,რომელი უნარების განვითარებას.


აქტივობა # 7
გვ.71  #2;3 და #4;6
 მოსწავლეებს აძლევ საშინაო დავალებას უნარების და შესაძლებლობების გათვალისწინებით და მოკლე მითითებას


ინდივიდუალური
სახელმძღვანელო გვ.71-2;3-სავალდებულო
4; 6-სურვილის მიხედვით
3 წთ
 საშინაო  დავალება მიცემა უნარების შესაბამისად.გამოუმუშავდებათ დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები,შეძლებენ თვითშეფასებას,მიღებული ცოდნის რეალიზებას.


დანართი 1                 შეფასების რუბრიკა-საკლასო დავალების შეფასება
კრიტერიუმები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
შეუძლია წრე და წრეწირის და მათი ელემენტების ამოცნობა,დასახელება,განმარტება

ვერ ასხვავებს წრეს და წრეწირს ერთმანეთისაგან,შეუძლია
ზოგიერთი ელემენტის ამოცნობა
ანსხვავებს წრეს და წრეწირს ამოიცნობს და ასახელებს ზოგიერთ ელემენტებს
ანსხვავებს წრეს და წრეწირს ამოიცნობს და ასახელებს წრის და წრეწირის ელემენტებს
ანსხვავებს წრეს და წრეწირს ამოიცნობს და ასახელებს წრის და წრეწირის ელემენტებს,ვერ განმარტავს მათ
ანსხვავებს წრეს და წრეწირს ამოიცნობს და ასახელებს წრის და წრეწირის ელემენტებს და განმარტავს მათ
შეუძლია წრისა და წრეწირის აგება ფარგლის გამოყენებით, ელემენტების აღწერა,  გამოსახვა   აგება,წრისა და წრეწირის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა

ვერ აგებს წრეს და წრეწირს ფარგლის გამოყენებით
აგებს წრეს და წრეწირს ფარგლის გამოყენებით,ვერ გამოსახავს დიამეტრს,რადიუსს, ქორდას
აგებს წრეს და წრეწირს ფარგლის გამოყენებით, გამოსახავს დიამეტრს,რადიუსს, ქორდას
აგებს წრეს და წრეწირს ფარგლის გამოყენებით, გამოსახავს დიამეტრს,რადიუსს, ქორდას,არ შეუძლია წრისა და წრეწირის ელემენტებს შორის მიმართებებისდადგენა

აგებს სხვადასხვა რადიუსიან წრეს და წრეწირს ფარგლის გამოყენებით, გამოსახავს დიამეტრს,რადიუსს, ქორდას,შეუძლია წრისა და წრეწირის ელემენტებს შორის მიმართებების დადგენა