პროექტები



1. პროექტის სახელწოდება:  გეომეტრიული ფიგურები
და მათი ფართობები (ოთხკუთხედები,სამკუთხედები)


2. პროექტის მთავარი იდეა: იცნობდნენ ოთხკუთხედებს და სამკუთხედებს, მათ ძირითად თვისებებს, ფართობის ერთეულებს, შეძლონ ფართობების გამოთვლა სხვადასხვა მონაცემების გამოყენებით.

3. პროექტის აქტუალობა: გაეცნონ ნებისმიერ სამკუთხედებს ოთხკუთხედებს, მათ ფართობების გამოსათვლელ სხვადასხვა ფორმულებს, შეძლონ მათი გამოყვანის ხერხების შესწავლა ძირითადი ფორმულების გამოყენებით. მოიძიონ სხვადასხვა გეომეტრიული ამოცანების კრებულებიდან ამოცანები, სადაც საჭირო იქნება ფართობების გამოთვლა და მისი გამოყენება.

4. პროექტის მიზნები: ფერადი ფურცლებით გამოჭრან გეომეტრიული ფიგურები გამოიყენონ აღნიშნული ფორმულები სხვადასხვა ფიგურების ფართობების გამოთვლისას და შეძლონ მათი საშუალებით სხვადასხვა ფიგურების ფართობების გამოთვლა. დაეუფლონ კომპიუტერში ტესტებზე მუშაობის ხერხებს და შეისწავლონ ელ. ვერსიების შესაქმნელი უმარტივესი პროგრამების მუშაობის პრინციპები.

5. მონაწილეთა ასაკი: მე - 8 კლასი

6. ვადები/ხანგრძლივობა: 1 კვირა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: აღნიშნულ ფიგურებზე და ფორმულების გამოყენებაზე შესაბამისი ამოცანათა კრებულისა და კომპიუტერში შესაბამისი ტესტების ელ. ვერსიების შექმნა.

8. პროექტისთვის საჭირო რესურსები: ძირითადი სახელმძღვანელო მათემატიკაში, დამატებითი ამოცანათა კრებულები გეომეტრიაში, კომპიუტერი, პროექტორი.

9.პროექტის მსვლელობა:
   1. თემის შერჩევა
   2. პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფში
   3. ჯგუფური მოვალეობების გადანაწილება
   4. აქტივობის გადანაწილება
   5. პროექტის პრეზენტაცია
   6. პროექტის შემაჯამებელი შეფასება


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტის გამოყენება ტესტების ელ. ვერსიის შესაქმნელად.

11. პროექტის ხელმძღვანელი
 ( პედაგოგი): თამარ ნიჟარაძე

12. ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: tamunianijaradze@gmail.com

13. პროექტის ბლოგი: tane83.blogspot.com


No comments:

Post a Comment