გეგმები



გაკვეთილის თემა
 წილადები. 
პედაგოგი
თამარ ნიჟარაძე
საგანი
მათემატიკა
კლასი/საფეხური
მე-6 კლასი
მოსწავლეთა  რაოდენობა/პროფილი
20 მოსწავლე/ სსსმ მოსწავლე კლასში არ მყავს
გაკვეთილის მიზანი
ცოდნა: მოსწავლეებმა გაიმეორონ წილადებთან დაკავშირებით მეხუთე კლასში შესწავლილი საკითხები. განივითარონ წილადის უკვეცი ფორმით გამოსახვის, წილადების შეფასების / შედარების უნარ-ჩვევები.
სტანდარტი: -  მოსწავლეს შეუძლია არაუარყოფით რაციონალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულება და მოქმედებათა შედეგების შეფასება
·          
წინარე ცოდნა
მეხუთე კლასში შესწავლილი წილადების შესახებ ინფორმაცია.
მისაღწევი შედეგი
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე: მათ.მე-6.2.
 იყენებს წილადის ძირითად თვისებას წილადებზე მოქმედებების შესრულების დროს, პოულობს მოცემული რიცხვის ნაწილს და ხსნის ამოცანებს წილადების შესახებ.
საკლასო მენეჯმენტი
   გაკვეთილს ვიწყებთ ორგანიზებული საკითხებით: ჟურნალში სიის ამოკითხვა, შემდეგ მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს, ვამოწმებ საშინაო დავალებას - 5 წთ
აქტივობა 1: წინარე მასალის გამეორება - 5 წთ
მოსწავლეებს ვამეორებინებ კითხვა პასუხის საშუალებით წინარე ფაზას და ვეხმარები მათ ამ მასალის გახსენებაში.
აქტივობა 2: მოსწავლეების ვანაწილებ ოთხ ჯგუფად და ვაძლევ დავალებებას წინა მასალიდან და ვსთხოვ თვალსაჩინოებების გამოყენებით დამისახელონ წილადი ნაწილები და ამიღწერონ რა არის წილადი და როგორ გამოისახება ისინი.- 10წთ
აქტივობა 3: ახალი მასალის განხილვისას ვიყენებ ჩემს მიერ მომზადებულ პრეზენტაციას სლაიდის სახით ეკრანზე ვუშვებ წილადების შესახებ ინფორმაციას, შემდეგ ვუხსნი თითოეულის მნიშვნელობას. მოსწავლეების დახმარებით ვასრულებ სხვადასხვამნიშვნელიან წილადებზე მოქმედებებს და პარალელურად ვუხსნი როგორ შეიძლებლება მათზე მოქმედებები.- 10წთ
აქტივობა 4. შეჯამება წინარე და ახალი მასალის:
  ჯგუფებში ვაძლევ დავალებას წილადებზე და ჩემი მითითებით და დახმარებით ვთხოვ შეასრულონ, რათა მოხდეს ძველი და ახალი მასალის ერთად შეჯამება-10წთ
 საშინაო დავალება - 5 წთ


რესურსები
სახელმძღვანელო; ფურცლები ჯგუფური მუშაობისთვის. თვალსაჩინოებები წილადების გამოსახვისათვის,პროექტორი,კომპიუტერი.
შეფასება
განმსაზღვრელი, განმავითარებელი

No comments:

Post a Comment